მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

59b8f8eedbbb3
BM.GE
13.09.17 13:21
803
13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 46 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.090 პროცენტით, მაქსიმალური 7.160 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.119 პროცენტით განისაზღვრა.