მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5c8f32765b5f3
ლევან თაღიაშვილი
18.03.19 10:20
853
საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დროს სს „ლიბერთი ბანკის“ აქციებზე დაიდო გარიგება, გასხვისდა 14,571 ფასიანი ქაღალდი, თითო 3.5 თეთრად და შესაბამისად, ჯამური ღირებულება 509 ლარს მცირედით აღემატებოდა.

გრძელდება მსხვილი გარიგებების დადება ე.წ ფიქსინგის დროს. ამჟამად შპს "m2 კომერციული ქონებების" და "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 455 ფასიანი ქაღალდი გასხვისდა და ჯამში, გარიგების ღირებულებამ თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საფონდო ბირჟისთვის საკმაოდ სოლიდური რიცხვებია.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კომპანიებს ასეთი კარგი კვირა დიდი ხანია არ ჰქონიათ. Galt & Taggart-ის მონაცემებით, ეს აისახა როგორც საბაზრო კაპიტალიზაციაზე, ასევე გასხვისებული აქციების რაოდენობაზეც.

საქართველოს ბანკის 500 000-მდე აქცია გასხვისდა 8 მილიონ 367 ათას ფუნტ სტერლინგად, Georgia Capital-მა 746 000-ზე მეტი აქცია გაასხვისა 8 მილიონ ფუნტად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 40 000-ზე მეტ აქციაზე დაიდო გარიგება, „თიბისი ბანკს“ რაც შეეხება, მისი 326 000 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 5 მილიონ 205 ათას ფუნტად.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, საქართველოს ბანკი 815 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და მისი ერთი აქციის ღირებულება უკვე 17 ფუნტს გადასცდა, Georgia Capital 382 მილიონი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - 257 მილიონი, თიბისი ბანკს კი, 900 მილიონამდე სულ რაღაც 10 მილიონი ფუნტი აშორებს, მას თითქმის 8%-იანი ზრდა ჰქონდა 1 კვირის განმავლობაში და შესაბამისად, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია Galt & Taggart-ის მონაცემებით, 890 მილიონს უდრის.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე მისი ვებ-გვერდის მიხედვით, სხვა სიახლეები ბოლო 1 კვირის განმავლობაში არ ყოფილა. ბირჟის ინდექსი, GSX კვლავ არ შეცვლილა და 139 პუნქტს შეადგენს.

საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 28 თებერვლის მონაცემებით, 1 მილიარდ 929 მილიონი ლარია.