მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული Fresh-ი და ლიმონათი

BM.GE
30.01.22 14:53
479
ახლა მოგიყვებით ბიზნესზე, რომლის იდეაც 2018 წელს გაჩნდა და იდეის განხორციელებაც მაშინვე დაიწყო, საუბარია კომპანია „რე-ფრეშზე“. კომპანიაში თავდაპირველად 4 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ის ჩვენს ქვეყანაში პირველი კომპანია გახდა, რომელიც სრულად საქართველოში მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს ფრეშებს, მის ბაზაზე დამზადებულ ლიმონათებს და სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტებს.„რე-ფრეში“ სამი სახეობის ციტრუსებისა და ბროწეულის ფრეშს, ასევე ლიმონათებს: ციტრუსების, ბროწეულის, ქაცვის ფეიხოს, აწარმოებს. თუმცა ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე, კომპანიამ გადაწყვიტა თანამედროვე სტანდარტების საწარმოო ხაზის დანერგვა, რომელიც 2022 წლის ბოლოსკენ უკვე გამართულად იმუშავებს. გთავაზობთ ფორბს კვირის ბიემჯის და ჯიემფარმას ერთობლივი რუბრიკის მორიგ ვიდეო ისტორიას ქართულ წარმოებაზე, მხოლოდ ქართულის რუბრიკის ფარგლებში.