მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზა ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

59c8b6d450a2c
BM.GE
25.09.17 11:54
2334
საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, ერთობლივ კომპანიას დააფუძნებს - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია S&P Global Ratings-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სარეიტინგო სააგენტო S&P-ის ინფორმაციით, ერთობლივი საწარმო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე გავრცელდება.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს რკინიგზის რეიტინგს გადახედა და B+/B დონეზე სტაბილური პროგნოზიდან ნეგატიურამდე შეამცირა.

„საქართველოს მხარეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის მთავრობისგან მიღებული სესხით ააშენა. ორი ქვეყანა ერთობლივ საწარმოს შექმნის რომელიც საქართველოს მონაკვეთის ოპერატორი იქნება“, - ამბობენ S&P-ის ექსპერტები.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება.