მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია" - ახალი პლატფორმა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში

5c98ebf263a3f
თელარა გელანტია
25.03.19 22:00
1964
ახალი ასოციაცია საქმიან ტურიზმში - „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია“ შეიქმნა.

ასოციაციის დამფუძნებლებს შორისაა: ამირან ივანიძე, ირმა კოდუა, მაიკლ ქერშბაუმერი, იორდი ქუიჯეტი და ელენე ოთარაშვილი.

როგორც „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებლები აცხადებენ, ასოციაცია შეიქმნა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა-განვითარებას ბიზნეს ტურიზმის სფეროში.

მათი ინფორმაციით, ეს იქნება ბიზნეს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც საქმიანი ტურიზმის მოთამაშეებს ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს.

„ასოციაციის სამოქმედო გეგმა მიმართული იქნება საქართველოში საქმიანი ტურიზმის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მთავრობასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობის გზით, ხარისხიანი ბიზნეს ტურისტული შესაძლებლობების მოზიდვაზე და ასოციაციის წევრებისთვის მაქსიმალური ბენეფიტების შექმნაზე.
ასოციაციის ეგიდით, საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის პრობლემების იდენტიფიცირება და საჭირო ცვლილებების ინიცირება, ბევრად უფრო შედეგიანი იქნება“, - განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ამირან ივანიძემ.