მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გერმანიის ბიზნესასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

59edab4c9d756
BM.GE
23.10.17 12:04
786
ქალაქ ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული და გერმანული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ფორუმი ჰამბურგის სავაჭრო პალატის აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ მირკო ნოვაკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ჰამბურგის ადგილობრივი თვითმართველობის სახელმწიფო მდივანმა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ინოვაციების საკითხებში ანდრეას რიეკოფმა და „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ქრისტოფ ფრეიტაგმა გახსნეს.

როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით.