26.აპრილი.2016 14:07
საფინანსო სექტორი

საქართველოს ბანკმა ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა

საქართველოს ბანკმა ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა
საქართველოს ბანკმა, განაცხადა სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციების მქონე ინტერნეტბანკის დანერგვის შესახებ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს www.ibank.ge -ზე 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეასრულოს ყველა საბანკო ოპერაცია და დააგემოვნოს ახალი ინტერნეტბანკი. მომხმარებელს ახალ ინტერნეტბანკში შემდეგი სიახლეები დახვდება:
 
ინტერნეტბანკის დისტანციური აქტივაცია − ინტერნეტბანკის გააქტიურებას მომხმარებელი დღეიდან ბანკში მისვლის გარეშეც შეძლებს. ასევე დისტანციურად აღადგენს ინტერნეტბანკის პაროლს;

ძიების ველი − მეტი სიმარტივისთვის ახალ ინტერნეტბანკში მომხმარებელს დახვდება ძიების ველი, სადაც შესაძლებლობა აქვს ჩაწეროს ნებისმიერი საძიებო სიტყვა ფუნქციის, პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, მარტივად იპოვოს ის.

„ჩემი კალენდარი“ − ახალი ინტერნეტბანკით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბანკთან ურთიერთობა „ჩემი კალენდრის“ საშუალებით მართოს. იმისათვის, რომ არ გამორჩეს გადახდის დღეები, საკმარისია თავად მონიშნოს კალენდარზე ან აკონტროლოს ბანკის მიერ უკვე ავტომატურად მონიშნული სესხის, კომუნალური, საოჯახო და სხვა ტიპის აქტივობები;

გადახდების კალათა − მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას გადახდების კალათა და მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით დაფაროს ერთდროულად რამდენიმე გადასახადი. ამასთან, ინტერნეტბანკში ყოველი შესვლისას მომხმარებელი მაშინვე მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე დღეს არსებული დავალიანების არსებობის შესახებ;

პირადი შეთავაზებები − ინტერნეტბანკში მომხმარებელი ნახავს „საქართველოს ბანკის“ მიერ პირადად მისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნება ინტერნეტბანკშივე გაააქტიუროს საბანკო მომსახურება ან პროდუქტი.

ფულადი გზავნილები − ახალი ინტერნეტბანკით ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია ფულადი გზავნილების როგორც მიღება, ასევე გაგზავნა საქართველოსა და საზღვარგარეთ.



18.მარტი.2019 15:43
634

გახარიას მოადგილე TBC-ზე კიბერშეტევაზე: ეს არაა რიგითი საქმე

ვრცლად
18.მარტი.2019 10:20
294

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
17.მარტი.2019 21:14
1481

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ვრცლად
17.მარტი.2019 12:00
3340

ქართველების დაფუძნებული კომპანია გერმანიაში ბანკს ყიდულობს

ვრცლად
16.მარტი.2019 13:00
530

„ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“

ვრცლად
15.მარტი.2019 13:50
158

გალტ ენდ თაგარტმა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა

ვრცლად