03.დეკემბერი.2018 18:19
საფინანსო სექტორი, საზოგადოება, ტექნოლოგია

საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შიდა ფინტექ ჰაკათონი გამართა

საქართველოს ბანკმა  ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შიდა ფინტექ ჰაკათონი გამართა
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შიდა ჰაკათონი გამართა.

ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას.

ჰაკათონი მთლიანად დაეთმო ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას-მობილბანკის თემატიკას. კერძოდ კი, mBank-ის ფუნქციონალის გაუმჯობესებას. ჰაკათონში მონაწილეობისთვის საკმარისი იყო მონაწილეებს ჰქონოდათ იდეა მარტივი პროტოტიპის შესაქმნელად. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის თანამშრომლებისგან შემდგარმა 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მათი იდეები მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიეღოთ შესაძლებლობა თავად განავითარონ საუკეთესო იდეები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ვახტანგ ბობოხიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის დასასრულს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი.

პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა ფულადი ჯილდო - 5 000 ლარი მიიღო. ამასთან, მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავად ჩაერთონ გამარჯვებული პროექტის განხორციელების პროცესში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.



18.თებერვალი.2019 20:11
562

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:41
692

მამუკა ხაზარაძე: მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებას "ურტყამს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:21
530

ბადრი ჯაფარიძე: რატომ დაიწყო პროკურატურამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა, არ ვიცით

ვრცლად
18.თებერვალი.2019 17:14
1043

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკის საქმეზე პრესკონფერენციას მართავენ

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:53
56

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება - ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:11
298

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად