მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

594277593b0c2
BM.GE
15.06.17 16:00
1539
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი 17 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. მურწყუს (Murtsku) შეხვედრის ფარგლებში, საგნების გამოცდების მოდელირებაში მონაწილე აბიტურიენტებთან გაიმართება შეხვედრები. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ უნივერსიტეტის შესახებ, მათ პროგრამებზე და ასევე სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრების დროს იმ აბიტურიენტებს, ვინც მიიღო მაღალი შეფასება გადაეცემათ სერთიფიკატები.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

ბათუმი - 17 ივნისი 16:00 საათი; ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; მის.: ფარნავაზ მეფის ქ. #62–64;
ზუგდიდი - 18 ივნისი 14:00 საათი; ტექნო პარკი, მის.: ლაღიძის #2. 
თელავი 22 ივნისი - 14:00 საათი; თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი , მის.: ვაჟა–ფშაველას ქ. #3;
ქუთაისი- 23 ივნისი -14:00 საათი. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მის.: პუშკინის ქ. #6.

მურწყუ - ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს აბიტურიენტებს მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის.