25.თებერვალი.2016 13:19
საფინანსო სექტორი

საქართველოს ბანკის TSKAPP აპლიკაცია - უკონტაქტო გადახდა მობილურით

საქართველოს ბანკის TSKAPP აპლიკაცია - უკონტაქტო გადახდა მობილურით
საქართველოს ბანკმა, MasterCard-თან ერთად გადახდის ინოვაციური მეთოდის დანერგვის შესახებ განაცხადა. 1 მარტიდან, გადახდა შესაძლებელი იქნება პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. ამისათვის, საკმარისია რომ მომხმარებელმა ანდროიდის სისტემის მობილურში ჩამოტვირთოს TSKAPP აპლიკაცია. აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება Google Play Store-იდან და www.tskapp.ge -დან.
 
როგორც ბანკში განმარტავენ, TSKAPP აპლიკაციის მობილურში ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერი შენაძენის და მომსახურების საფასურის გადახდას პოსტერმინალზე მობილურის მხოლოდ ერთი შეხებით. „აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელი უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის ან ექსპრეს ბანკის მინიმუმ ერთ აქტიურ MasterCard-ის ბარათს და მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომელსაც იყენებს ინტერნეტბანკში ან მობილბანკში. იმ მომხმარებელს, ვისაც ჯერ არ აქვს მომხმარებლის სახელი და პაროლი, შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს. სახელის და პაროლის მიღება, ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით“, - განმარტავენ საქართველოს ბანკში.



16.ნოემბერი.2018 16:17
250

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 12:02
81

ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 11:49
57

Mastercard მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 09:00
146

"საბანკო სესხი არ არის მხოლოდ ტრაგედია, რომელსაც აიღებ და ვეღარ აბრუნებ“

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:15
151

"სებ-ის რეგულაციების ახალი პროექტით კმაყოფილები ვართ"

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 17:08
451

ლარი გამყარდა

ვრცლად