მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, 25 ივნისს ინვესტორთა დღე გაიმართება

5c716abd0f398
BM.GE
23.02.19 19:44
2122
საქართველოს ბანკის ჯგუფი ინვესტორთა დღეს გამართავს.

ინფორმაცია ამის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიდო.

ინვესტორთა დღის გამართვის ადგილი თბილისია, თარიღად 2019 წლის 25 ივნისია შერჩეული.

ინვესტორთა დღეს ანალიტიკოსები და ინვესტორები დაესწრებიან და მათ საქართველოს ბანკის ჯგუფის ბორდის და მენეჯმენტის წევრები უმასპინძლებენ.

„დეტალურ დღის წესრიგსა და რეგისტრაციის დეტალებს უახლოეს მომავალში მოგაწვდით. გთხოვთ, მოინიშნოთ ეს თარიღი თქვენს კალენდრებში და გელოდებით თბილისში“, - აღნიშნულია განცხადებაში.