მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ანაკლიაში პორტი აუცილებლად ექნება.. ინვესტორებთან ვაგრძელებთ მოლაპარაკებას"

5c926a00015db
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 20:27
754
„ანაკლიის პორტი, როგორც იდეა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდში დაიბადა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს, იაფფასიანი სპეკულაციაა,“ - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook ლაივში ანაკლიის პორტის განხორციელების რისკებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბითაც.

მისივე განმარტებით, საქართველოს ანაკლიაში პორტი აუცილებლად ექნება.

„ანაკლიის პორტი ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რათა საქართველო რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადავაქციოთ. ჩვენ კონსორციუმს მუდმივად გვერდში ვედექით, რათა პროექტის მშენებლობა დროულად დაწყებულიყო. ჩვენ ინვესტორებთან ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ პროექტების რეალიზაცია დროულად დაიწყოს,“ - განაცხადა მამუა ბახტაძემ.