მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

5c6bd162dd67f
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.19 14:00
1375
2019 წელი იმპორტის 1.1%-იანი შემცირებით დაიწყო. იანვარში საქართველოს ეკონომიკამ $588 მილიონის ღირებულების უცხოური საქონელი მოიხმარა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, თანხობრივად შემცირებულია ნავთობის, ბუნებრივი აირის, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის იმპორტი.

საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი

1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $46 მილიონი, კლება წინა წელთან 19%;



2) ბუნებრივი აირი - $43 მილიონი, კლება წინა წელთან 4.3%;



3) მსუბუქი ავტომობილები - $33 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4.4%;



4) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $32 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%;


5) მედიკამენტები - $16 მილიონი, კლება წინა წელთან 3.4%;



6) მობილურები - $13.4 მილიონი, კლება წინა წელთან 0.7%;



7) სიგარეტები - $11.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 168%;



8) ელექტროენერგია - $9 მილიონი, კლება წინა წელთან 13%;



9) ორთქლის ტურბინები - $8.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3633%;



10) საბურავები - $8.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%.



იანვარში ექსპორტმა $238.8 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ექსპორტის ზრდა პირველ რიგში სპილენძის მადნების, ავტომობილების, ღვინის და თამბაქოს ნაწარმის ზრდას უკავშირდება. 2019 წელსაც საქართველოს წამყვანი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნებია. 

იანვარში საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ $826.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2%-ით აღემატება.