მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ყაზახეთისთვის ვალის გადახდა დაიწყო

5a167424400f7
BM.GE
23.11.17 11:32
1338
საქართველომ ყაზახეთისთვის ვალის გადახდა დაიწყო. Интерфакс-Казахстан-ის ინფორმაციით, პირველმა გადახდამ 4,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც 18 ნოემბერს განხორციელდა.

ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადახდა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი გეგმის მიხედვით, ვალის გადახდა 2017-2025 წლებში უნდა მოხდეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ივნისში მოაწერა ხელი.

ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი 27.77 მლნ აშშ დოლარიდან 25,48 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და წარმატებით 2016 წელს დასრულდა.