11.თებერვალი.2019 14:02
ეკონომიკა

საქართველომ EIB-ის აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარი თქვა - მთავრობის განმარტება

საქართველომ  EIB-ის აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარი თქვა - მთავრობის განმარტება
საქართველომ „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს“ აგროსექტორისთვის გამოყოფილი 100 მლნ უკან დაუბრუნა.

პარლამენტის ინფორმაციით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი - „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“.

საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ 2016 წელს მოეწერა ხელი.

პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8%-9%-იანი გამოდიოდა, რაც, მისივე თქმით, არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა, სესხი გაეუქმებინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად.

თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.

„ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9%-იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება.
მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა სესხის არამიზანშეწონილობის თაობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ სესხს რეალურად აღარ იღებს.

მისივე განცხადებით, ამავდროულად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან გრძელდება კონსულტაციები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დაფინასების მიზნით.

არსებული ინფორმაციით, 2018 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, რომლითაც უქმდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი სესხი, ამავე დროს, გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს.
ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

დღესვე, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის სხდომაზე საკითხი ოთარ დანელიამ წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს როგორც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე საზედამხედველო საქმიანობას, თემატურ საკითხებს, რომლებიც პარლამენტის ახალი რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
ავტორი: თელარა გელანტია



19.თებერვალი.2019 14:40
13

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
147

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
117

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
173

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
182

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
241

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად