მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთში ირიცხება

5996dc0f75066
BM.GE
19.08.17 15:00
1355
საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთში ირიცხება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საქართველოდან რუსეთში 7,6 მლნ დოლარი გადაირიცხა. 1,1 მლნ დოლარის გზავნილი განხორციელდა თურქეთში, ხოლო 1,4 მლნ დოლარის უკრაინაში.

ივლისში აშშ-ში ქართველებმა 254 ათას დოლარზე მეტი გადარიცხეს, ხოლო ხოლო იტალიაში 280 ათას დოლარზე მეტი.

საქართველოდან საბერძნეთში ივლისში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (38.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (36.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.