მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად ყველაზე მეტი სტუდენტი გერმანიაში მიდის

58e744bfa0efd
BM.GE
07.04.17 12:16
2359
მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად სულ 565 სტუდენტი წავიდა, 2015-2016 სასწალო წელს კი - 403. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2016-2017 სასწავლო წელს უცხოეთში სასწავლებლად უფრო მეტი სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებმა გაუშვეს. შედეგად, სახელმწიფო სასწავლებლებმა უცხოეთში 400 ადამიანი გაგზავნეს, კერძო დაწესებულებებმა კი - 165.

ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი - 161- სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა, რიგში შემდეგია პოლონეთი, სადაც სწავლა 94-მა ქართველმა სტუდენტმა გააგრძელა, ლიტვაში კი 32-მა.

2015-2016 სასწავლო წელსაც ყველაზე პოპულარული მიმართულება გერმანია იყო - 77-მა სტუდენტმა აირჩია გასულ სასწავლო წელს ეს მიმართულება, 67-მა სტუნდეტმა კი სწავლის გაგრძელება პოლონეთში არჩია.