მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტის განახლება იგეგმება

59511329d54db
ელენე გოგბერაშვილი
26.06.17 17:57
2396
საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტის განახლება იგეგმება. ცხვრის ექსპორტიორი კომპანია "ფასტ +"-ის ხელმძღვანელის, ნაზი ალასანიას განცხადებით, საქართველოდან ირანში ცხვრის ექსპორტი 2010 წლიდან შეწყდა. ბიზნესმენის ინფორმაციით, ირანმა ისევ განაახლა ლიცენზიების გაცემა და უკვე გამოჩნდა რამდენიმე მყიდველი, რომელიც მზადაა ირანში ქართული ცხვარი გაიყვანოს.

ირანში ცხვრის ექსპორტი შესაძლოა პირდაპირი ავიარეისით განხორციელდეს. როგორც ნაზი ალასანია აცხადებს, თუ თვითმფრინავის შეთანხმება მოხერხდა და ცხვარი ექსპორტზე ავიარეისით გაიყვანეს, მისი კომპანია მზადაა სავაჭრო პარტნიორს 30 ათასი სული ცხვარი მიაწოდოს. მისი თქმით, 32-35 კილოგრამი მამალი ცხვარი ირანში 200 დოლარად გაიყიდება.

ავიარეისის გამოყენებით პირველად ირანში ცხვრის ექსპორტი 2010 წლის აგვისტოში განხორციელდა.