11.ივლისი.2018 19:34
ეკონომიკა

საქართველოდან ექსპორტზე წელს 90 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიგზავნა

საქართველოდან ექსპორტზე წელს 90 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიგზავნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 90,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. მსოფლიოს 48 ქვეყანაში 38,2 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებითაც შენარჩუნებულია, რაც მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია. ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორც ევროპისა და აზიის მიმართულებით, ისე აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 200% (130 638 ბოთლი), ჩეხეთი - 134% (30456), ყირგიზეთი 81% (140370), სამხრეთ კორეა - 78% (31650), ნიდერლანდები - 68% (38799), დიდი ბრიტანეთი - 67% (46782), გერმანია - 43% (286054), უკრაინა - 41% (4191217), ყაზახეთი - 42% (1652292), ლატვია - 32% (905982), პოლონეთი - 30% (1573328), რუსეთი - 24% (24022113), ესტონეთი - 22% (294900), ლიეტუვა - 9% (188052), აშშ - 7% (188762) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (24 022 113), უკრაინა (4 191 217), ჩინეთი (2 975 804), ყაზახეთი (1 652 292) და პოლონეთი (1 573 328).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 23%-ით აღემატება გასული წლის ექვსი თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ფულად გამოსახულებაში ზრდამ 6% .

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 178 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 100%. სულ ექსპორტირებულია 530 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 116%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.ივლისი.2018 18:20
186

ქუმსიშვილის მიერ 12 თებერვალს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილ წერილზე უწყება პირველ განმარტებას აკეთებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 16:24
506

ვასილ ახრახაძე: ტექდათვალიერების სქემა თავიდანვე იწვევდა ეჭვებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 13:54
544

რას ითხოვს პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროსგან - ქობულიას უწყება განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.ივლისი.2018 20:00
487

""საგადასახადო არდადეგების" რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:57
79

"მთავრობის დაპირებები კარგი სასტარტო მაჩვენებელია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:00
276

ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ყველაზე დიდი ჩამორჩენაა

ვრცლად