Heritage Foundation-ის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი" 2016-ის თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის მიხედვით, საქართველო მესამე ადგილზეა. ანგარიში მსოფლიოს ქვეყნებს 100 ქულიანი სისტემით აფასებს, საქართველოს ქულა კი 88,6-ია. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის მიხედვით არ შეცვლილა.
თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, რეგიონის ქვეყნებიდან 85 ქულით, 49-ე ადგილს იკავებს სომხეთი, 84.4 ქულა აქვს სომხეთს და ის რეიტინგში 55-ე ადგილზეა. 72 ქულით არის შეფასებული რუსეთი, ხოლო აზერბაიჯანი 75,8 ქულით.
მსოფლიო "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2016" სრული სახით ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა.