მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება-გადამუშავებაზე 2019 წლიდან გადავა

596b4f143fef1
ელენე გოგბერაშვილი
16.07.17 19:00
3769
2019 წლიდან საქართველოს მოსახლეობას და მუნიციპალიტეტებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვადასხვა ფრაქციებად მოწევთ. უკვე შემუშავებულია მყარი ნარჩენების შეგროვება-გადმუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებაზე უნდა გადავიდეს. როგორც მყარი ნარჩენები მართვის კომპანიის ხელმძღვანელის მრჩეველი "საქმის კურსთან’’ განმარტავს, 2019 წლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეკრება მოხდება სხვადასხვა ფრაქციებად. ,,მუნიციპალიტეტების გადასაწყვეტია რამდენ ფრაქციად უნდა შეგროვდეს ნარჩენები’’-აცხადებს ხათუნა ჩიკვილაძე.

მისი თქმით, ნარჩენების შეგროვებას და შემდგომ მისი ტრანსპორტირების საკითხებს კანონქვემდებარე აქტი უკვე არეგულურებს. რაც შეეხება ნარჩენების ინსენერაცია-თანაინსენერაციას, აღნიშნულ საკითხზე კანონქვემდებარე აქტს გარემოს დაცვის სამინისტრო ამზადებს.

"ნარჩენების წვის პროცესი როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის უნდა იყოს უსაფრთხო", - ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე.

მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა. არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება და სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 10-მდე თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი შეიქმნება.