10.თებერვალი.2016 14:22
ბიზნესი

საქართველო საჰაერო ნავიგაციის ახალ სისტემაზე გადასვლას იწყებს

საქართველო საჰაერო ნავიგაციის ახალ სისტემაზე გადასვლას იწყებს
საქართველოში ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
 
როგორც უწყებაში განმარტავენ, PBN კონცეფციის დანერგვა ხელს შეუწყობს:

• ქვეყანაში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გაზრდას საჰაერო ხომალდების დაშვების პროცედურების გაუმჯობესების გზით;
• საჰაერო ხომალდების ფრენის დროის შემცირებას ოპტიმალური ფრენის მარშრუტების დანერგვის გამო, რასაც შედეგად მოჰყვება საწვავის დაზოგვა, ხმაურისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, ასევე გარემოს დაცვის დონის ამაღლება;
• აეროდრომებზე თვითმფრინავების მოფრენის გაუმჯობესებას ყველანაირ მეტეოროლოგიურ პირობებში, ასევე კრიტიკული დაბრკოლებებისაგან დაშორების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
• ავიამეთვალყურისა და მფრინავის სამუშაო დატვირთვის შემცირებას თანამედროვე პროცედურებისა და თვითმფრინავის ტექნიკური შესაძლებლობების უკეთესად გამოყენების გზით;
• ფრენის მარშრუტის პროგნოზირებადობის გაზრდას

"საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN)-ის დანერგვის გეგმა ითვალისწინებს ახალ სისტემაზე ავიასაწარმოების ეტაპობრივ და გეგმაზომიერ გადასვლას, რაც გულისხმობს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არსებული საჰაერო ნავიგაციის პროცედურების შენარჩუნებას, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არიან აღჭურვილნი PBN კონცეფციით გათვალისწინებული ზონალური ნავიგაციის (RNAV) და/ან მოთხოვნილი სანავიგაციო მახასიათებლების (RNP) სისტემებით.

ეროვნული PBN კონცეფციის ეფექტურად და შეუფერხებლად დანერგვის მიზნით, გეგმის შემუშავებისას ჩატარდა საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ოპერაციებში ჩართული საჰაერო ხომალდების აღჭურვილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საჰაერო ხომალდების თითქმის 80-90%-ს გააჩნია RNAV და RNP შესაძლებლობა. ასევე, პირველ ეტაპზე ახალი პროცედურების დანერგვა დაიგეგმა საქართველოს იმ აეროპორტებში (ქუთაისი, ბათუმი), სადაც სანავიგაციო და სარადიოლოკაციო ინფრასტრუქტურა მზადაა შესაბამისი ცვლილებებისთვის.

საქართველოს საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) გეგმა ემყარება ICAO-ს მე-11 დანართის მოთხოვნებს, 37-ე ასამბლეის რეზოლუციით და გლობალური საჰაერო ნავიგაციის განვითარების გეგმით (Global Air navigation Plan) გათვალისწინებულ პრიორიტეტებს. დოკუმენტი შემუშავებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ. საავიაციო ინდუსტრიის ინფორმირების, მათგან შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის მიზნით, სააგენტოს მიერ შემუშავებული პროცედურის შესაბამისად, დოკუმენტის პროექტი დაეგზავნა ყველა ავიასაწარმოს (პროექტი განთავსებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზეც). გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში სააგენტოს გამოეხმაურა ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეიზი". ის ამ ეტაპზე არის ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას საქართველოს აეროპორტებში და აეროპორტებიდან. ავიაკომპანიამ მხარი დაუჭირა საქართველოში PBN-ის დანერგვის გეგმას", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.



19.იანვარი.2019 17:39
1998

შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები საქართველოში შეიკერება

ვრცლად
19.იანვარი.2019 14:56
293

საქართველოს რეგიონში არბიტრაჟის ცენტრის ამბიცია აქვს - როგორია მთავრობის გეგმა

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:07
721

ბათუმის საკრებულოში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

ვრცლად
18.იანვარი.2019 15:21
381

პრემიერი TBC-ის საქმეზე: კითხვები არა საფინანსო ინსტიტუტს, არამედ მის აქციონერს ეხება“

ვრცლად
18.იანვარი.2019 14:40
981

"ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს"

ვრცლად
17.იანვარი.2019 20:00
2085

"აქცენტი არა - რუს, არამედ ჩინელ და ევროპელ ტურისტებზე უნდა გაკეთდეს"

ვრცლად