მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგში მოხვდა

5900aeaf913ac
BM.GE
26.04.17 18:28
1983
საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების 20-ეულში მოხვდა. Gobankingrates საცხოვრებლად ყველაზე იაფი 50 ქვეყნის სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. 2017 წლის რეიტინგში კი საქართველო 29 პოზიციიდან მე-19-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

რეიტინგი 4 ძირითადი კრიტერიუმით ფასდება, - პროდუქტებისა და სერვისების ფასები, სურსათის ფასები, ბინის ქირაობის ღირებულება, ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნიუ იორკთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი 66.97%-ით დაბალია; ქირის ღირებულება 91%-ით დაბალი, სურსათი 77,4%-ით იაფი, ხოლო ადგილობრივი საქონელი და სერვისები კი 72.63%-ით იაფი.

ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ინდოეთს, სამეულში შედის საუდის არაბეთი და ბელიზი.