მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო პირველად გახდება ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლის წევრიც 75 ქვეყანაა

59bc174c5695e
BM.GE
16.09.17 15:00
883
2017 წლის 19 სექტემბერს საქართველო ერთი წლით OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი .

2013 წელს ლონდონში, OGP-ს ყოველწლიურ სამიტზე ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს;

საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა ( კონფერენცია 2015 წლის 3 ივნისს თბილისში გაიმართა); 2016 წელს საქართველო, საფრანგეთთან ერთად, OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა.