18.თებერვალი.2016 11:24
ეკონომიკა

საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის

საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის. შემუშავებულია მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან მუნიციპალიტეტები და მოსახლეობა მყარი ნარჩენების სეპარირებაზე უნდა გადავიდეს.

როგორც "ბიზნესკონტაქტთან" საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი აცხადებს, მიმდინარეობს განხილვები, რათა რეგიონულ ახალ ნაგავსაყრელებზე განხორციელდეს სეპარირებული ნარჩენების სორტირებად დაყოფა. შუხოშვილის თქმით, ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვა, რომელიც გამორჩეული ნედლეულის გადამუშავებას მოახდენს.

"ჩვენ ვმუშაობთ, რა ტიპის ტექნოლოგიები შეიძლება დაინერგოს მთლიანი ნარჩენების გადამუშავების კუთხით. ეს თემა ღიაა ინვესტორებისთვის და თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, ამაში მათ სახელმწიფო ხელს შეუწყობს", - აცხადებს გიორგი შუხოშვილი.

ნარჩენების სეპარირება-გადამუშავების გარდა მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რეგიონული თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელების შექმნას იწყებს, რათა ყველა მუნიციპალიტეტი რეგიონულ ნაგავსაყრელს დაუკავშირდეს.

"არსებული ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტებში დაიხურება. რეგიონულ ჭრილში სულ საქართველოში 8-10 თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი შეიქნება. ერთიანი შეგროვების სისტემის ამოქმედების შემდეგ კი გადამუშავების მხრივ კერძო სექტორის მხრიდან დიდ დაინტერესებას ველოდებით", - აცახდებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი.



18.ნოემბერი.2018 18:35
1232

მთავრობა ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევის და „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების მეთოდს გააჟღერებს

ვრცლად
18.ნოემბერი.2018 17:59
294

გიორგი ქობულია-ფერმერებს: „იფიქრეთ იმაზე, როგორ გაფართოვდეთ“

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:20
567

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
166

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
139

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
208

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად