12.ივლისი.2018 16:32
ეკონომიკა

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა
საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. 2018 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 59 -ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.

"ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მიმართულებით ლიდერია რეგიონში.“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. მან ასევე დასძინა, რომ "საქართველო ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს და მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა საფუძველს ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის. იმედი გვაქვს, საქართველო უკვე შემდეგ წელს ტოპ 50 ქვეყანაში შევა და რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვედრას. აღნიშნულ რეიტინგში წინსვლა ნიშნავს საქართველოსადმი უცხო ქვეყნის ინვესტორების ინტერესის მნიშვნელოვან ზრდას და იწვევს საერთაშორისო ენჯელ და ვენჩურ ინვესტორების შემოსვლას საქართველოში.“

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

თითოეული ქვეყანა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება:

1. ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა;
2. ადამიანური კაპიტალი და კვლევა;
3. ინფრასტრუქტურა (სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური მდგრადობა);
4. ბაზრის განვითარება (market sophistication) (ბაზრის პირობები და სავაჭრო ოპერაციების ოდენობა);
5. ბიზნესის განვითარება (business sophistication) (რამდენად უწყობენ კომპანიები ხელს ინოვაციებს);
6. ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება (knowledge and technology outputs) (ცოდნისა და ტექნოლოგიის როლი გამოგონებებისა და ინოვაციების შექმნაში);
7. შემოქმედებითი წარმოება (creative outputs) (აფასებს შემოქმედებითობის როლს ინოვაციებში).



18.სექტემბერი.2018 21:00
49

"ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უსისტემოდ ვითარდება"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 20:30
244

მთავრობა რთველს აღარ ასუბსიდირებს, თუმცა ყურძნის შესაძენად 30 მილიონს სახელმწიფო კომპანიას აძლევს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:30
62

PMCG: 2015 წლის შემდეგ, FDI უარყოფითი დინამიკით ხასიათდება

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:00
889

"ხშირად, ბიზნესმენები ბიზნესში ინვესტირების ნაცვლად, ავტოპარკის გაუმჯობესებით არიან დაკავებული"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 18:00
77

ვიცემერი მიწისქვეშა პარკინგზე: საჭიროა, უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:35
74

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

ვრცლად