მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა ტვირთების ტრანსპორტირების შეღავათიან ტარიფებზე შეთანხმდნენ

5698bfb802f12
BM.GE
15.01.16 13:43
1675
აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, საქართველომ და უკრაინამ ტვირთების ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტებზე დაწესებულ შეღავათიანი ტარიფების ოქმს მოაწერეს ხელი.
 
ოქმს ხელი მოაწერა სს "აზერბაიჯანული რკინიგზის" ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა, ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა ასკარ მამინმა, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ და სს “უკრაინის რკინიგზის’’ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ზავგოროდნიმ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტს ხელი ხუთშაბათს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მოეწერა. დოკუმენტი ტრანსკასპიური მარშუტით განხორციელებულ ტვირთებზე კონკურენტული შეღავათიანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს.