21.დეკემბერი.2015 11:01
ეკონომიკა

საქართველო 2016 წლის ღვინის ტურების ყველაზე "ცხელი მიმართულებების" ათეულში მოხვდა

საქართველო 2016 წლის ღვინის ტურების ყველაზე "ცხელი მიმართულებების" ათეულში მოხვდა
გავლენიანმა გამოცემა, cntraveler-მა 2016 წლის ღვინის ყველაზე ცხელი მიმართულებების სია შეადგინა. სიაში მეცხრე ადგილს იკავებს საქართველო. „საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაა და არა ამერიკის შტატი. ქვეყანაში ღვინის დაყენების უძველესი ისტორია არსებობს“, - წერს გამოცემა.
 
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი - ქვევრის ღვინო - სულ უფრო პოპულარული ხდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეებიც იყენებენ. „ისტორია, კულტურა, ხალხი, ღვინო, - საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ტური მქონდა“, - წერს Rouge Tomate Chelsea-ს დირექტორი საქართველოს შესახებ.

რეიტინგის შედგენისას გამოცემამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღვინის ექსპერტები გამოკითხა და ჰკითხა თუ რომელი მიმართულებაა საუკეთესო ღვინის ტურისთვის 2016 წელს.

რეტინგში პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა, მას მოსდევს გერმანია და ისრაელი. ხუთეულში შედის საფრანგეთი და იტალიაც.



23.ივნისი.2018 19:19
285

კალაძე: კომპანია "სვეტის" წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ

ვრცლად
23.ივნისი.2018 13:31
75

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგეის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვრცლად
23.ივნისი.2018 12:14
139

Open.net: საყოველთაო ინტერნეტიზაციის ტენდერი დისკრიმინაციული არ ყოფილა

ვრცლად
22.ივნისი.2018 20:00
182

"საქართველოში კერძო კაპიტალის მოზიდვა კვლავ პრობლემად რჩება"

ვრცლად
22.ივნისი.2018 19:20
925

"ქვეყნის გაყიდვით ვართ დაკავებული, რათა ინვესტიციები მოვიზიდოთ"

ვრცლად
22.ივნისი.2018 19:00
126

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება

ვრცლად