18.აპრილი.2016 19:34
ბიზნესი

საქალაქო სასამართლო: შპს "სტუდია მაესტროს" წილებზე სამოქალაქო დავა დასრულდა

საქალაქო სასამართლო: შპს "სტუდია მაესტროს" წილებზე სამოქალაქო დავა დასრულდა
შპს "სტუდია მაესტროს" წილებზე სამოქალაქო დავა დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო ლევან ჩიკვაიძის, გიორგი ებრალიძის, მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას სარჩელი მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ შ.პ.ს. „სტუდია მაესტრო“-ს კაპიტალში გიორგი გაჩეჩილაძის კუთვნილი 25% წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე მოსარჩელეებმა - ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ უარი თქვეს სარჩელზე და მათი მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას სარჩელისა გამო სამოქალაქო საქმეზე მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ, შ.პ.ს. „სტუდია მაესტროს" კაპიტალში გიორგი გაჩეჩილაძის კუთვნილი წილიდან 10% წილის მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას საკუთრებაში გადაცემის შესახებ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.

"მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, ხოლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. სასამართლო შეზღუდული არ არის მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი შეფასებით და სამართლის ნორმების გამოყენების სფერო განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ იმ ტიპის განცხადებების გავრცელებისგან, რომლითაც ახდენენ სასამართლოს პოზიცირებას მხარის სასარგებლოდ", - განმარტავენ საქალაქო სასამართლოში.



19.სექტემბერი.2018 15:41
259

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
277

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1362

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1807

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 21:00
187

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 12:00
319

კომპანიები, რომლებსაც რეესტრში საქმიანობის პროფილი მითითებული არ ექნებათ, დაჯარიმდებიან

ვრცლად