29.დეკემბერი.2015 12:15
EU Georgia

საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებაზე პრეზიდენტის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებაზე პრეზიდენტის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანობა და თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით შედგა.
 
შეხვედრაზე საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს დადების მოთხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს ბიზნესასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციას განსხვავებული პოზიცია გააჩნია და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ამ კანონთა პაკეტს ვეტო არ უნდა დაადოს.

„ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარის პოზიცია, როგორც ბიზნესის ასევე, არასამთავრობოების. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული პოზიცია. ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს ინიცირებული და კანონის სახით წარმოდგენილი, არანარი ფორმით არ უნდა აუარესებდეს არც ერთი მხარის მდგომარეობას“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას საპოლიციო გამოსახლების კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დღის მეორე ნახევარში გააცნობს.



20.მარტი.2019 20:41
74

პრემიერი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორ 700 კომპანიას „განსაკუთრებულ მადლობას“ უხდის

ვრცლად
20.მარტი.2019 17:13
328

ზვიად ჭუმბურიძე: DCFTA-ის ხელშეკრულებას საქართველო მოუმზადებელი შეხვდა

ვრცლად
20.მარტი.2019 16:00
353

"ევროკავშირთან 2 თვეში ექსპორტის კლება ტრაგედია არაა, წლიურ მაჩვენებელს უნდა ვუყუროთ"

ვრცლად
20.მარტი.2019 11:17
304

პრემიერი: „ევროკავშირთან ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა“

ვრცლად
19.მარტი.2019 23:10
1291

ევროკომისარი - აუცილებელია რეფორმების მიმართ საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა არსებობდეს

ვრცლად
19.მარტი.2019 21:15
1209

"სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნოვაციაა საჭირო, რათა საგარეო მიმართულება ევროპისკენ განვითარდეს"

ვრცლად