მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სისტემაში 5 000-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა

5c40a5e356601
ელენე გოგბერაშვილი
17.01.19 21:00
759
საპენსიო რეფორმაში ჩართვის სურვილი ამ დროისთვის 5000-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა. ამის შესახებ BM.GE-ს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა. მისი თქმით, აქტიურად მუშაობს საპენსიო შენატანების აღრიცხვის სისტემაც, რომელზეც გადასვლა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდიდან WWW.PENSIONS.GE

“ჩვენ ვიყავით სასიამოვნოდ გაოცებულები, როდესაც 3 იანვარს, პირველ სამუშაო დღეს, დილიდანვე გვყავდნენ სტუმრები მომსახურების სივრცეში. მათ გაიარეს კონსულტაციები, მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ასევე ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს ცხელი ხაზი, რის გამოც მოგვიწია დამატებითი რესურსების ჩართვა. 16 იანვრის მონაცემებით, სისტემაში დარეგისტრირებულია 5000-ზე მეტი კომპანია, შესაბამისად, შემოდის თანხები ბანკებში გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე. გვაქვს ასევე ხაზინაში ანგარიში, სადაც სახელმწიფო შენატანები ხორციელდება“-აცხადებს ლევან სურგულაძე.