10.აგვისტო.2018 14:10
საზოგადოება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა - ანაზღაურება: 10 000 – 15 000 ლარი

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა - ანაზღაურება: 10 000 – 15 000 ლარი
საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტრო ვაკანსიას აცხადებს. საპენსიო სააგენტო არის ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

დირექტროის თანამდებობრივი სარგო 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე იქნება.

„საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“, - ვკითხულობთ გამოცხადებულ ვაკანსიაში.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე ასევე მითითებულია, რომ კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა.




18.იანვარი.2019 00:54
183

ზაზა ფაჩულია საქართველოში, სიონის ტბასთან სასტუმროს ააშენებს

ვრცლად
17.იანვარი.2019 21:15
239

საქართველოს საჰაერო სივრცეს ყოველდღე 273-ზე მეტი სატრანზიტო რეისი კვეთს

ვრცლად
17.იანვარი.2019 20:45
568

"ბინაში გაზის, წყლის და ელექტროენერგიის შეყვანა ექსპლუატაციასთან კავშირში არაა"

ვრცლად
17.იანვარი.2019 19:15
208

"სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს"

ვრცლად
17.იანვარი.2019 18:50
756

"ესაა კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის უსუსურობა"

ვრცლად
17.იანვარი.2019 18:32
200

ენერგეტიკოსი: ქალაქი დგას ნაღმზე

ვრცლად