მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

5825e4b8a3ca9
თელარა გელანტია
11.11.16 19:31
3533
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტს“ თავად ოთარ ძიძიკაშვილმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ აქვს, დარჩება თუ არა საქართველოში.

„თანამდებობა ჩემი ნებით დავტოვე, რადგან კერძო სექტორში საქმიანობაც არა ნაკლებ საინტერესოა. შესაძლოა, კარიერა საზღვარგარეთ, აშშ-ში გავაგრძელო, ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული; თუმცა საპენსიო რეფორმის მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებ. მთავარია, რომ ძირითადი კონცეფცია შემუშავებულია“, - განაცხადა ძიძიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.

ცნობისთვის: ამჟამად საპენსიო რეფორმას ეკონომიკის და მდრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა კურირებს.

შეგახსენებთ, ოთარ ძიძიკაშვილი საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსად 2014 წლის გაზაფხულზე დაინიშნა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის ოქტომბრიდან იგეგმება.