05.ივლისი.2018 16:20
ეკონომიკა

საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2019 წლამდე გადაიდო

საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2019 წლამდე გადაიდო
საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ვერ ამოქმედდება.  ამის შესახებ BM.ge-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განუცხადა.

„უკვე ერთმნიშვნელოვანია, რომ რეფორმა გადაიწევს. სისტემის ამოქმედება ანუ საპენსიო დანაზოგების შეგროვების და კონტრიბუციის ეტაპი 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს“ დაამტკიცებს პარლამენტი, საპენსიო სააგენტოც შეიქმნება.

„როგორც კი ამოქმედდება, ავტომატურად დაიწყება შესაბამისი იურიდიული პროცესი სააგენტოს ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ როგორც გუშინ BM.ge-ის ფინანსთა მინისტრმა ნიკოლო გაგუამ განუცხადა, „საპენსიო სააგენტო“ ივლისში ამოქმედდება".

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, კანონპროექტზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში უკვე მეორე მოსმენით იმსჯელებს.

„მე როგორც ვიცი, ამ კვირაში მეორე მოსმენაა დაგეგმილი. საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას, ეს არის სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ივლისში მოხდება საპენსიო სააგენტოს ამოქმედდება, რომელიც უკვე მთავრობიდან გადაიბარებს იმ პროცესებს, რაც აღნიშნული სისტემის განვითარებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა გაგუამ.
ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 01:04
136

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
89

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
161

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
185

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
73

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
106

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად