მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმაზე საჯარო განხილვები აგვისტოში დაიწყება

59773e8d6ce53
ელენე გოგბერაშვილი
25.07.17 16:44
854
"საპენსიო რეფორმის საჯარო განხილვები აგვისტოში დაიწყება", - ამის შესახებ "საქმის კურსს" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტი ასოციაციების ფორმატში უკვე განიხილეს, თუმცა პროექტის საჯარო განხილვებისთვის გამოტანა აგვისტოს დასაწყისში იგეგმება.

"მოდელის არსი იგივეა, რაც კონცეფციის დროს. შესაბამისად 2%+2%+2% სისტემით მივდივართ. კანონი 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. საჯარო განხილვების ერთი ეტაპი უკვე ჩავატარეთ, რაც გულისხმობს ბიზნეს ასოციაციებთან ანუ დამსაქმებლებთან კოსულტაციებს. ვაპირებთ დოკუმენტი აგვისტოს დასაწყისში გავხადოთ საჯარო. შემდეგ მივიღებთ შესაბამის კომენტარებს და შენიშვნებს დაინეტესებული მხარეებისგან. ვაპირებთ მათთან გავმართოთ კონსულტაციები და ნოემბრის დასაწყისში პარლამენტს წარვუდგინოთ კანონპროექტი დასამტკიცებლად", - განუცხადა ნინო ჯავახაძემ "საქმის კურსს".

მინისტრის მოადგილის ამ განცხადებიდან ორ დღეში დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა "საქმის კურსთან" ეკონომიკის სამინისტროსა და ასოციაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყება დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით მონაწილეობის პრონციპს სავალდებულობის პრონციპით ანაცვლებს, რისი არგუმენტიც არის ის, რომ ნებაყოფლობითობა შეიძლება არ იყოს გარანტია იმისა, რომ აღნიშნული სქემა ეფექტური იქნება.

"ის, რაც თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავდება ისაა, რომ 40 წლამდე მოსახლეობისთვის ხდება სავალდებულო საპენსიო სქემაში მონაწილეობა", - განუცხადა მიხეილ კორძახიამ "საქმის კურსს".