მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

5b96581f1aec7
ელენე ჩომახიძე
10.09.18 15:37
1295
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელძღვანელი გიორგი მშვენიერაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საპენსიო რეფორმის გასაჩივრებას გეგმავს. სარჩელის შეტანას მშვენიერაძე, როგორც მან „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განმარტა, დაახლოებით ერთ თვეში აპირებს. რაც შეეხება საჩივრის შინაარს იგი საპენსიო რეფორმის სამ ასპექტს შეეხება.

„GDI”-ს ხელმძღვანელის თქმით დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2%-ის გადარიცხვის ვალდებულების დაკისრება იურიდიული პირებისთვის ახალი გადასახადის შემოღებასა და მათ საკუთრების უფლებაში ჩარევას ნიშნავს, აგრეთვე როგორც მშვენიერაძე განმარტავს ფიზიკური პირისთვის საკუთარი კეთილდღეობის მოტივით მისივე უფლების შეზღუდვა არის სამართლებრივი ნონსენსი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელში შესატან მესამე ასპექტს საპენსიო რეფორმიდან ის სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული 2%-ის ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად მოქალაქეთა საპენსიო ფონდში მიმართვას შეეხება, რადგან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის შეფასებით, როდესაც სახელმწიფო ორი პროცენტით აფინანსებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მეტი შემოსავალი აქვთ ეს არის თანასწორობის დარღვევა, რადგანაც სახელმწიფომ თავისი რესურსები უნდა მიმართოს იმ პირების სასიკეთოდ, რომლებსაც ეს რესურსები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ გადაცემაში ჩართვის დროს აღნიშნა საკონსტიტუციო სარჩელს შესაძლოა კოლექტიური სახეც ჰქონდეს და მშვენიერაძესთან ერთად სარჩელის მომზადებაში დარგის სხვა სპეციალისტებმაც მიიღონ მონაწილეობა.

სისტემის ამოქმედება ანუ საპენსიო დანაზოგების შეგროვების და კონტრიბუციის ეტაპი საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.