მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო გაზაფხულისთვის დაკომპლექტდება

5c12415f4bbbc
თათია ჩაფიჩაძე
13.12.18 17:11
828
საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო დაახლოებით, ორთვიან პერიოდში დაკომპლექტდება.

ამის შესაებ bm.ge-ის საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში ასევე შეიქმნება რისკის კონტროლის კომიტეტი, რომლებიც მიმდინარე რეჟიმში ინვესტიციების პროცესს გააკონტროლებენ.

„საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. ახალი წლიდან როცა პარლამენტის რეგლამენტში შევა ცვლილება, შედეგება შესარჩევი კომისია. ამის შემდგომ ამ ვაკანსიების შესახებ მინიმუმ 2 უცხოურ წამყვან გამოცემაში გამოქვეყნდება განცხადებები და მხოლოდ ამის მერე მოხდება შერჩევა. დაკომპლექტდება საბჭო, დაინიშნება უფროსი სიანვესტიციო მენეჯერი და შემდგომ დაიწერება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი; ამის მიხედვით დაიწყება ინვესტიციების განხორციელება. პარალელურ რეჟიმში შეიქმნება იგივე მაღალი ლეგიტიმაციის რისკის კონტროლის კომიტეტი, დაინიშნება მთავარი რისკის ოფიცერი, მას ასევე ეყოლება რისკის კონტროლის დამოუკიდებელი სამსახური და ისინი მიმდინრე რეჟიმში გააკონტროლებენ ამ ინვესტიციების პროცესს“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, ორივე სტრუქტურა პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება.

„ამას სავარაუდოდ, ორთვიანი პერიოდი დასჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება რისკის კონტროლი მანამ, სანამ არ არის საინვესტიციო მხარე. მანამდე საპენსიო შენატანები იქნება განთავსებული იმ ბანკებში, სადაც ჩაირიცხება. დაველოდებით გარკვეული თანხის აკუმულირებას. იმისათვის, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი, საჭიროა, თანხები იყოს საკმარისი“, - განმარტა ლევან სურგულაძემ.