მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდიდან 30 მლნ-ის დანაზოგი ეროვნულ ბანკში გადავიდა და მას 6.75% ერიცხება"

5c7161dab7ce1
თელარა გელანტია
23.02.19 19:03
2244
საპენსიო ფონდში მობილიზებული 60 მილიონი ლარიდან, 30 მლნ სებ-ში განთავსდა, რომელიც მას 6.75%-იან სარგებელს დაარიცხავს.

საქმე იმაშია, რომ ვინაიდან ამ დრომდე საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული არაა, შესაბამისად, არ არსებობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც საბჭომ ფონდში მობილიზებული თანხების ინვესტირებისას უნდა იხელმძღვანელოს. თავად საპენსიო სააგენტოს კი, დანაზოგების ინვესტირებულის უფლება არ ქვს.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკის ნებართვის საფუძველზე, ლევან სურგულაძის უწყებამ ფონდში აკუმულირებული თანხის დაახლოებით, ნახევარი, რომელიც ქართულ კომერციულ ბანკებში ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე იყო განთავსებული, ამავე ბანკების სარგებლიან ანგარიშებზე გადაიტანა.


საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ თანხას სარგებლის სახით, 5-6 პროცენტი დაერიცხება. ეს თანხა კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების საპენსიო შენატანებს წარმოადგენს.

რაც შეეხება საჯარო მოხელეთა საპენსიო შენატანებს და ასევე, ყველა დასაქმებულისთვის სახელმწიფოს შენატანს - 2%-ს, ის სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშებზე ირიცხებოდა. აღნიშნულ თანხას ამ დრომდე საპროცენტო სარგებელი არ ერიცხებოდა.

თუმცა როგორც bm.ge-ის საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ისევ ეროვნული ბანკის ნებართვის საფუძველზე, ამ თანხასაც სარგებელი დაერიცხება და ის ფინანსთა სამინისტროს ხაზინიდან ეროვნულ ბანკში გადავა.

საპენსიო სააგენტოში ამ სქემას შემდეგნაირად განმარტავენ:

“ეროვნულ ბანკში გაიხსნა მიმდინარე ნომინალური პროცენტიანი ანგარიში და იქ ერიცხება 6.75% თანხას, ნაწილი თანხის კი, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულთა დანაზოგს წარმოადგენდა, ასევე, მიმდინარე პროცენტიან ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული ბანკებში და ერიცხება საპროცენტო სარგებელი“, - აცხადებენ სააგენტოში.

საპენსიო სააგენტოს მიერ დასახელებული 6.75%-იანი საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოქალაქეთა მიერ დაზოგილ ფულს ეროვნულ ბანკში ერიცხება ქვეყნის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია.

BMG აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტებებისთვის ეროვნულ ბანკს მიმართავს.