მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრიარქო ხელისუფლებას ტაძრებთნ გარე ვაჭრობის მოსაწესრიგებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

5c3dfe7ce47f7
დათო ჯალაღონია
15.01.19 19:37
679
საქართველოს საპატრიარქო ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის საკითხზე ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს.

საპატრიარქო არა მხოლოდ აღნიშნულ, არამედ სხვა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გარე ვაჭრობის ცივილურად განხორციელებას ითხოვს.

„როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარე-მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.

ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი წინამძღვრის ბრძანებით, მეორე დღეა დაკეტილია. ის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვს.