მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი საკუთარი ოფისის ასაშენებლად ინვესტორს ეძებს

5a0bd8c8d846c
თელარა გელანტია
15.11.17 10:00
1806
საპარტნიორო ფონდი საკუთარი შენობის ასაშეენებლად ინვესტორს ეძებს.  როგორც "საქმის კურსს“ საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, ფონდის მენეჯმენტი ახალი შენობის აშენებას ბიუჯეტის ფულით არ აპირებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი ოფისი ოქროყანაში აშენდება.

"საპარტნიორო ფონდი“ ეძებს ინვესტორებს და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეთავაზება მოიცავს მსხვილ დეველოპერულ პროექტს, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საკონფერენეციო ბიზნეს ცენტრის სივრცის მოწყობას“, - განმარტავენ ფონდში.

ცნობისთვის: 2017 წლის აგვისტოში სახელმწიფომ საპარტნირო ფონდს ოქროყანაში მდებარე 48 632 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 5 ნაკვეთი გადასცა. მაშინ "ნეტგაზეთი“ საპარტნიორო ფონდზე დაყრდნობით წერდა, რომ საგანელიძის უწყება ამ ტერიტორიაზე სამეცნიერო და სასწავლო სივრცეების შექმნას აპირებდა, რომელიც ტექნოპარკის ნაწილი იქნება.