მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი IMF-ს პასუხობს: რომ არა მსგავსი შეზღუდვები, საპარტნიორო ფონდი უფრო მასშტაბურ პროექტებსაც დააფინანსებდა

58f6011456d5d
თელარა გელანტია
18.04.17 16:02
2623
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებას საპარტნიორო ფონდის ბალანსის შეზღუდვისა და მონიტორინგის გაწევისკენ მოუწოდებს, საპარტნიორო ფონდი კი, IMF-ის ანგარიშში მოყვანილ შეფასებებს „სამუშაო პროცესს“ უწოდებს.

"ეს არის სამუშაო პროცესი. IMF საქართველოში მუშაობს სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის საპარტნიორო ფონდთანაც. თუმცა საპარტნიორო ფონდს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია; რომ არა მსგავსი შეზღუდვები, ფონდი უფრო დიდ და მასშტაბურ პროექტებსაც დააფინანსებდა“, - განუცხადეს „საქმის კურსს“ საპარტნიორო ფონდში, სადაც უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ცნობისთვის: როგორც IMF-ის ანგარიშშია აღნიშნული, სავალუტო ფონდის პროგრამა ზღუდავს საპარტნიორო ფონდის ახალ სესხებს და გარკვეულ ჭერს/ზღვარს უწესებს მის ფულად დეფიციტს. ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს.

"საპარტნიორო ფონდი განაგრძობს მხოლოდ კომერციული მიზნების შესრულებას, - მათ შორის უზრუნველყოფს სესხის თანადაფინანსებას, არ ექნება ხარჯვითი დეფიციტი და აღარ გასცემს გარანტიებს. ამასთან, ჩვენ შევზღუდავთ საპარტნიორო ფონდის მიერ სესხის აღებას 2017 წელს 20 მილიონ დოლარამდე", - ვკითხულობთ სსფ-ს ანგარშში.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რისკის შემცირებას ე.წ. PPP პროექტების შესახებ კანონით (საჯარო და კერძო პარტნიორობა) ელოდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტს 2017 წლის დეკემბერში წარუდგენს.

IMF: ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს