მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები შარშან 2.1%-ით შემცირდა

BM.GE
17.09.21 15:08
434
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის თითქმის 45% უკვე დაბინავებულია. 16 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 120 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 45%-ია. ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის აქტიურ პროცესზე მიუთითებს. კახეთში, მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციით 120 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე.