28.მარტი.2016 12:31
ეკონომიკა

სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდება

სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდება
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ინ ჰანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ფინანსთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც, გაიმართება მაღალი დონის მოლაპარაკებები, მათ შორის, შეხვედრა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ფინანსთა და სტრატეგიის მინისტრთან.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებას.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში კორეული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, საქართველო კორეული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და უახლოეს პერიოდში იგეგმება კორეული კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობენ სამხერთ კორეული საფინანსო ინსტიტუტები: ექსიმბანკი და კორეის განვითარების სააგენტო.

მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დაგეგმილი საგადასახადო რეფორმების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, პოტენციურ ინვესტორებს დეტალურად გააცნოს ქვეყნის საგადასახადო სისტემა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ გაფორმებული შეთანხმება შეუწყობს.



16.თებერვალი.2019 20:10
1150

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1272

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1407

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1515

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1855

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
934

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად