მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ის უსადენო ყურსასმენი $129 ეღირება

5c6eb110e5e00
ლევან თაღიაშვილი
21.02.19 21:32
2740
Samsung-მა ახალ სმარტფონებთან ერთად ახალი ყურასმენიც წარადგინა, რომელიც $129 ეღირება. აღსანიშნავია, რომ Apple-ის ყურსასმენებისგან განსხვავებით, ის $30-ით იაფია. რაც შეეხება მის ზომას, ის 30%-ით უფრო პატარაა და აღჭურვილია განსაკუთრებული აუდიო სისტემით.

გარდა ამისა, თქვენ მისი ცალ-ცალკე გამოყენებაც შეგეძლებათ და ორივე მათგანს გათიშვის ფუნქცია ექნება, ხმის კონტროლი და სხვა სიმღერაზე გადართვა კი Touch ღილაკით იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Samsung-მა ახალი Galaxy S10-ის სერიის მოდელები წარადგინა. სმარტფონი დახუნძლულია რევოლუციური სიახლეებით. სანამ განახლებული დიზაინის კონცეფციას შევეხებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი 5G მხარდაჭერა, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული.

Huawei Mate სერიის სმარტფონების შემდეგ, უკვე Galaxy S10-საც შეეძლება სხვა ტელეფონის და უკვე უსადენო ყურსასმენების დამუხტვა. მას Touch ღილაკი ეკრანზე ექნება განთავსებული, ასევე 3 კამერა განსაკუთრებული "ზუმის" ფუნქციას მატებს ახალ მოდელს. 

პრეზენტაცია სან ფრანცისკოში გაიმართა, სადაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება Galaxy Fold-მა მოახდინა, რომელსაც ტაბლეტად გარდაქმნა შეუძლია და $1980 ღირს. მისი გაყიდვა 26 აპრილს დაიწყება. 5.8 ინჩიანი Galaxy S10 $749 ეღირება, 6.1 ინჩიანი - $899, 6.4 ინჩიანი კი - $999.