მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung Galaxy Note 8-ის გამოსვლის თარიღი ახლოვდება

5970b3f767663
BM.GE
20.07.17 17:44
2821
Samsung Galaxy Note 8-ის გამოსვლის თარიღი ახლოვდება. სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი უახლეს მოდელს, Galaxy Note 8-ს მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ნიუ-იორკში სპეციალურ ღონისძიებაზე Galaxy Unpacked საზეიმოდ წარადგენს. იგი უსასრულო და მინიმალური ჩარჩოების მქონე ეკრანით წარსდგება, თუმცა Edge კუთხეები მომრგვალებული აღარ იქნება, რაც უფრო დიდი ეკრანის შთაბეჭდილებას დაგვიტოვებს.

აღნიშნული სიახლე ტაივანში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, ხოლო Samsung-ის პრესსპიკერმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Galaxy Note 8-ის გაყიდვას კომპანია, ქვეყნების მიხედვით, ორ ეტაპად დაიწყებს. სექტემბრიდან ახალი მობილური ტელეფონი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეაში გაიყიდება, ხოლო დანარჩენ ბაზრებზე მისი გაყიდვა ოქტომბერში დაიწყება.

დეველოპერები ირწმუნებიან, რომ, Galaxy Note 8-ის შემთხვევაში, Samsung-ის წინა მოდელისგან განსხვავებით, ყველა ხარვეზი გამოსწორებული იქნება და ის შეცდომები, რომლებიც მის წინამორბედ მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით არსებობდა, აღარ განმეორდება.