მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung გადახდის ალტერნატიულ საშუალებად კრიპტოვალუტას გამოიყენებს

5b52f351c3d31
მარიამ ადამია
21.07.18 12:46
2174
კომპანია Samsung-მა ბალტიისპირეთის ქვეყნებში პროდუქციის შეძენისას გადახდის ალტერნატიულ საშუალებად კრიპტოვალუტა დააწესა. ინფორმაციას კომპანია სოციალური ქსელის, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ზუსტდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, შეძლებს თუ არა მომხმარებელი გადახდის დროს გამოიყენოს როგორც ბიტკოინი, ასევე ეფირი, ლაითქოინი, Ripple, Dash, NEM და Steem.

ლიეტვუას დედაქალაქ ვილნიუსში Samsung-ის სამი მაღაზიაა, რომლებიც კომპანიის ახალ წამოწყებას მხარს აქტიურად უჭერენ. რიგასა და ტალინში თითო სავაჭრო ობიექტია. ასევე რამდენიმეა განთავსებული პორტუგალიაში, რომლებიც მზად არიან სიახლის პრაქტიკაში მისაღებად და ელექტრონულ ფულზე გადასასვლელად.

კომპანიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ კრიპტივალუტა სულ მალე, Samsung-ის მაღაზიებში გადახდის ერთ-ერთ სტანდარტულ საშუალებად იქცევა.

“ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის ტენდენცია სულ უფრო ძლიერდება, განსაკუთრებით საგრძნობლად კი ეს ბიზნეს სექტორში შეინიშნება. ეს კარგი საშუალებაა კლიენტებისთვისაც შეიძინონ პროდუქცია როგორც ადგილობრივად, ასევე ონლაინ სივრცეში და მომსახურების სანაცვლოდ, ელექტრონული ფული გადაიხადონ.” - აცხადებენ კომპანია Samsung-ის წარმომადგენლები.