მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორში FDI 56%-ით შემცირდა, უძრავი ქონების სექტორში კი 47%-ით

5c0e36dc08fa1
BM.GE
10.12.18 13:33
735
საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) მცირდება, 2018 წლის 9 თვეში FDI-ის სახით სულ $998 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია. ინვესტიციების განსაკუთრებული შემცირება სატრანსპორტო, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში შეიმჩნევა. 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში საქართველოს სამსენებლო სექტორში სულ $104 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, როდესაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა $238 მილიონს აღემატებოდა. შედეგად, აღნიშნულ სექტორში ჩადებული თანხა 56%-ით შემცირდა. 

უძრავი ქონების სექტორში კი ინვესტიციებმა $72 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია. 

თანხობრივად ყველაზე დიდი ვარდნა ტრანსპორტის სექტორშია, სადაც შემცირება $292 მილიონს, ანუ 70%-ს შეადგენს. 

საქსტატის განმარტებით, აღნიშმული შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

რამდენიმე სექტორში ინვესტიციების ზრდა არის, მაგალითად დამამუშავებელ მრეწველობაში სულ $121 მილიონი ჩაიდო, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 61%-ით აღემატება, ენერგეტიკაში $154 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. საფინანსო სექტორში კი ინვესტიციებმა $196 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 31%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა გადაიხედოს.