მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორში ეკონომიკური ვარდნაა

5c9342ad7e863
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.19 11:55
1579
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის ვარდნა მხოლოდ ერთ - სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. 

2018 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორის ვარდნამ 3.1% შეადგინა, ხოლო ბრუნვა  3,272,800,000 ლარი იყო; 2017 წელს კი, სექტორის ზრდა 13.5%-ს შეადგენდა. 

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომა 41,077,500,000 ლარი იყო, მისი ზრდის ტემპი კი 4.7%-ს შეადგენდა. ეს ბიუჯეტით განსაზრულ 5%-იან ზრდაზე 0.3%-ით ნაკლები იყო. 

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ზრდა ასეთია:
  • სოფლის მეურნეობა - ზრდა 0.7%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - ზრდა 7.6%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 3.2%; 
  • ენერგეტიკა - ზრდა 0.1%;
  • პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ - ზრდა 2.8%;
  • მშენებლობა - კლება 3.1% ;
  • ვაჭრობა - ზრდა 5.9%;
  • სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 9.7%; 
  • ტრანსპორტი - ზრდა 9.4%; 
  • კავშირგაბმულობა - ზრდა 5.8%;
  • საფინანსო საქმიანობა - ზრდა 13.5%
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა  - ზრდა 12.1%; 
  • საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა - ზრდა 1.2%; 
  • სახელმწიფო მმართველობა - ზრდა 0.9%;
  • განათლება - ზრდა 3.4%; 
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - ზრდა 6.2%;
  • კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ზრდა 13.2%;
  • ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება - ზრდა 12.2%.