მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო კომპანია GDG ჯგუფი"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებით არის დაინტერესებული

5c690cce1032e
სალომე მეცხვარიშვილი
17.02.19 19:00
2391
სამშენებლო კომპანია GDG ჯგუფი“ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ მერიისგან კერძო სექტორის მიმართ კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება - როგორ და რა პირობებით მოხდება პროექტის განხორციელება, რა ფართის გადაცემა მოუწევთ მოსახლეებისთვის და რა დარჩებათ თავად.

“თუ მერიიდან იქნება შემოთავაზება, რომელიც მისაღები იქნება ბიზნესისთვის, ვფიქრობ, 5-დან 7 წელიწადში ეს პრობლემა თბილისისთვის სრულად მოიხსნება”,- აცხადებს წაქაძე.

კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა მერიის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით, რომელიც ვარკეთილში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას ითვალისწინებდა, ბიზნესმენი ამბობს, რომ არა, რადგან იმ პერიოდისთვის მზად არ იყო.