მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება სერთიფიცირებას დაექვემდებარება

5b4f0a52e74ca
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 13:34
930
დედაქალაქში მეორე, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება სერთიფიცირებას დაექვემდებარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, არის ურბანული განვითარების მართვის პროცესის გაუმჯობესება, რათა დროულად მიიღებოდეს გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილებები იყოს ხარისხიანი.

იმისთვის, რომ ეს პროცესი გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც მერიაში მაღალკვალიფიციური მომსახურება, ასევე მერიის გარეთ არსებული პროცესების მართვა და განვითარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, არქიტექტურისა და ურბანული მართვის სფეროში ცალკეული საქმიანობები, კერძოდ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, სამშენებლო პროექტის მომზადება და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება უნდა დაექვემდებაროს სერთიფიცირებას, რათა ქალაქში განხორციელდეს მაღალკვალიფიციური არქიტექტურული მომსახურება და მივიღოთ მაღალკვალიფიციური არქიტექტურული გადაწყვეტილებები.

ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას საჭიროებს.“ - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. ამასთან, ვიცე მერს დაავალა საკანონმდებლო ცვლილებებისთვის პარლამენტთან ერთად კანონპროექტის მომზადება.